|
2021-11-14 23:37:55, 1599 ნახვა
სამართალი
ციხის მთავარი ექიმი - სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ვიდეო
პენიტენციური სამსახური გლდანის ციხის საავადმყოფოს მთავარი ექიმის ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ციხე წითელ ზონად არ გამოცხადებულა. მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მომსახურე პერსონალს სააკაშვილთან შეხება არ ჰქონია და სხვა პატიმრებს არ აქვთ კორონავირუსის სიმპტომები. მანანა ელეფტეროვამ მოუწოდა კოლეგებს, თავი შეიკავონ "სიტუაციის დრამატიზებისგან" პაციენტის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე. "მიხეილ სააკაშვილზე მიმდინარეობს ინტენსიური სამედიცინო დაკვირვება, უტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევა, იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას სხვადასხვა ტელევიზიის მხრიდან, თითქოს ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია და დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ #18 დაწესებულება გამოცხადებულია წითელ ზონად, სრული სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება", — განაცხადა მან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)