|
2021-11-13 16:13:06, 813 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიცია - საქართველოს ევროპარლამენტარების მრავალრიცხოვანი შემადგენლობა ეწვევა
პარტია "დროას" დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად, პარლამენტში საგანგებო ბრიფინგი გამართა. ოპოზიციონერმა ლიდერებმა პენიტენციურ დაწესებულებაში ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას არ შეშვებასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს. ამასთან, პოლიტიკოსები მოუწოდებენ მოქალაქებს დღევანდელ საპოროტესტო აქციას შეუერთდნენ. "თქვენ იცით რომ გუშინ საგანგებო ვიზიტით ჩამოვიდა ევროპარლამენტარი, თავისუფლებისთვის მებრძოლი ანა ფოტიგა. მისი ვიზიტის მიზანი იყო სააკაშვილის მონახულება და ჯანმრთელობის მონიტორიგნი . ხელისუფლებამ მას ყველანაირი კანონდარღვევით უარი უთხრა. ამ საგანგებო მდგომარეობაში გვნდა ყველამ გაგიზიაროთ რას ნისნავს ე ჩვენი ქვეყნისთვის და რას ნიშნავს ეს ამ კონკრეტული კრიზისისთვის." - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. დეპუტატი სალომე სამადაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს ანა ფოტიგას სოციალური ქსელების საშუალებით მადლობა გადაუხადონ. დეპუტატის განცხადებით, საქართველოს ევროპელი კოლეგების მრავალრიცხოვანი შემადგენლობა ეწვევა. მე მინდა პირველ რიგში მინდა მივმართო ჩვენს საზოგადოებას, დღეს საქართვეოს ხელისუფებამ ღიად შეაქცია ევროპასს . მინდა მოგიწოდოთ ყველას ვისაც სოც ქსელზე ხელი მიგიწვდებათ ფოტიფას მადლობა გადაუხადოს ის იბრძვის ჩვენი ქვყნის ევროპული მომავლისთვის. მოგიწოდებთ მოხვიდეთ პარლამენტის წინ 5 საათზე. უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა ევროპელი კოლეგების მრავალრიცხოვანი შემადგენლობა. მათ ექნებათ მისია, რომ ერთი მხრივ გააკონტროლონ და შეამოწმონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, მაგრამ არა მხოლოდ ეს - ამ ვიზიტის მისია იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე სერიოზული წნეხის დაწყება იმისთვის, რომ ღიად განაცხადონ, რა არის ხელისუფლებიას მიზანი - ქვეყნის შემობრუნება რუსეთის მიმართულებით, თუ ევროატლანტიკური მიმართულებით”, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
მიხეილ სააკაშვილი - უკაცრავად და, ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ, როგორც ფაქტს
40-მდე ქვეყანამ და საქართველომ ევროპული უსაფრთხოების დეკლარაციას მოაწერეს ხელი
ფარულავა – საკონსტიტუციო სასამართლოში რასაც ვუყურებთ ვერანაირ სტანდარტში ვერ ჯდება,
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)