|
2021-11-12 18:00:21, 778 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - რამდენიც არ უნდა სცადონ დესტრუქციულმა ძალებმა, სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციას ვერ შეძლებენ
რამდენიც არ უნდა სცადონ დესტრუქციულმა ძალებმა, ქართველი ხალხის თვალში სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციას ვერ შეძლებენ - კანონის დარღვევის ნებისმიერ მცდელობას, კანონისვე ფარგლებში უმკაცრესი რეაგირება მოყვება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს ქართული პოლიცია დგას სახელმწიფო სამსახურში, ზრუნავს საქართველოს მოქალაქეების და ამ ქვეყნის სტუმრების საუკეთესო ინტერესების დაცვაზე. „ოპოზიცია ყველაზე ამაზრზენ მეთოდებზე აგებს დისკრედიტაციის კამპანიას და ცდილობს საკუთარ მიზნებს ჩვენი სამართალდამცავების, იმ ადამიანების ლანძღვის და შეურაცხყოფის მიყენების მცდელობების საფუძველზე მიაღწიოს, რომლებიც მზად არიან ქვეყნისა და საზოგადოების დაცულობა ნებისმიერ დროს უზრუნველყონ. მეორე მხრივ, ნამდვილად პოლიტიკური თავხედობის პიკია, როდესაც ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენი მოქალაქეების ჩაგვრის და ქართველი პოლიციელის მუნდირის ფეხქვეშ გათელვის მეტს არაფერს აკეთებდნენ, დღეს ცდილობენ შეურაცხყოფა მიაყენონ იმ პოლიციელებს, რომლებიც 24 საათის მანძილზე უზრუნველყოფენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, თავისუფლებას, იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და მზად არიან საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი, დადონ სასწორზე სახელმწიფო სამსახურისთვის და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. დღეს ქართული პოლიცია დგას სახელმწიფო სამსახურში, ზრუნავს საქართველოს მოქალაქეების და ამ ქვეყნის სტუმრების საუკეთესო ინტერესების დაცვაზე. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ჩვენმა სამართალდამცველმა უწყებებმა მოახერხეს და შეძლეს, წინა რეჟიმის პირობებში პოლიციის მიმართ საზოგადოებაში არსებული უნდობლობის და შიშის ნაცვლად დღეს ხალხის ნდობა და პატივისცემა მოეპოვებინათ. სწორედ, ამიტომ რამდენიც არ უნდა სცადონ დესტრუქციულმა ძალებმა ქართველი ხალხის თვალში სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციას ვერ შეძლებენ. მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ უწყებებს თითოეულ პოლიციელს მოთმინებისთვის, დაუღალავი შრომისთვის და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხელისუფლება აუცილებლად უზრუნველყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და კანონის დარღვევის ნებისმიერ მცდელობას, კანონისვე ფარგლებში უმკაცრესი რეაგირება მოყვება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
მიხეილ სააკაშვილი - უკაცრავად და, ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ, როგორც ფაქტს
40-მდე ქვეყანამ და საქართველომ ევროპული უსაფრთხოების დეკლარაციას მოაწერეს ხელი
ფარულავა – საკონსტიტუციო სასამართლოში რასაც ვუყურებთ ვერანაირ სტანდარტში ვერ ჯდება,
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)