|
2021-11-10 19:57:50, 1378 ნახვა
სამართალი
პროკურორი - დღევანდელ პროცესზე და არა მარტო, სააკაშვილის ადვოკატებს დაჟინებული მცდელობა აქვთ ხელოვნური აჟიოტაჟი ატეხონ
"დღევანდელ პროცესზე, და არა მხოლოდ დღევანდელ პროცესზე, ადვოკატებს დაჟინებული მცდელობა აქვთ ხელოვნური აჟიოტაჟი ატეხონ, რომ თითქოს განგებ არ იმართება სხდომები ან თითქოს ვინმეს ეშინია მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლოს გამართვისა- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებს პროკურატურაში განუცხადა. მისი თქმით, მათ დაცვის მხარეს შესთავაზეს ალტერნატივის სახით სხდომის დისტანციურად ჩატარება, რაზეც უარი მიიღეს. "დღევანდელ პროცესზე, და არა მხოლოდ დღევანდელ პროცესზე, ადვოკატებს დაჟინებული მცდელობა აქვთ ხელოვნური აჟიოტაჟი ატეხონ, რომ თითქოს განგებ არ იმართება სხდომები ან თითქოს ვინმეს ეშინია მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლოს გამართვისა...ალტერნატივის სახით შევთავაზეთ, მიგვეცა შესაძლებლობა, დისტანციურად ჩართულიყო პროცესზე. რომც მომხდარიყო ბადრაგირება და სასამართლოში მიეღო მონაწილეობა, მას ექნებოდა როგორც სასამართლოსთვის, ისე საზოგადოებისთვის მიმართვის შესაძლებლობა. ტელევიზიით გადაიცემოდა დღევანდელი პროცესი. ანალოგიურია, ვიდეოტრანსლირება ხდება, სრული შესაძლებლობა ექნებოდა, უშუალოდ მიემართა სასამართლოსთვის, დაეფიქსირებინა მისი პოზიცია, მიემართა საზოგადოებისთვის. ეს შესაძლებლობა არსებობდა და შევთავაზეთ, მაგრამ გასაოცარი გახლავთ ის რომ, დაცვის მხარემ ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, უარი განაცხადა"- განაცხადა პროკურორმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)