|
2021-11-10 15:46:04, 1320 ნახვა
სამართალი
გიგი უგულავას სასამართლო დარბაზი დაატოვებინეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, პოლიტიკოს გიგი უგულავას სასამართლო სხდომა დაატოვებინეს. უგულავას თქმით, დააყენეს შუამდგომლობა, რომ „პირველმა არხმა“ აწიოს სიგნალი, რათა ყველა მსურველ ტელევიზიას სიგნალის გაშვების შესაძლებლობა ჰქონდეს.
„ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, „პირველმა არხმა“ აწიოს სიგნალი და ყველა მსურველ ტელევიზიას მიეცეს ამ სიგნალის გაშვების შესაძლებლობა. სასამართლომ იმსჯელა და უარი თქვა. ანუ სასამართლომ გვითხრა, რომ პროცესი არ უნდა იყოს საჯარო. საჯაროობა უზრუნველყოფს სასამართლოს მიმართ მიუკერძოებელ დამოკიდებულობას. სასამართლომ გვითრა რომ ფეხზე ჰკიდია „პირველი არხის“ ჟურნალისტმა განუმარტა და უთხრა, რომ ამ მასალის ტარებას და შემდეგ გაშვებას უნდა დრო, შეუძლებელია, მაგრამ მოსამართლისთვის მთავარი არის პროკურორის მითითება. პროკურორმა ჯარჯიმ უთხრა - არა, ესე იგი, არა. ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ მხარეს ჰქონდეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს. არსად დედამიწის ზურგზე არ ხდება, რუსეთი არ აკეთებს ამას, რომ სასამართლოზე მოსვლა როცა უნდა ადამიანს, პატიმარს უარი უთხრა გამოგონილი მიზეზების გამო." - განაცხადა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)