|
2021-11-10 15:13:17, 1253 ნახვა
სამართალი
პროკურორმა სააკაშვილის დისტანციურად ჩართვის ან სხდომის ციხეში ჩატარების შუამდგომლობა დააყენა
საქართელოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე პროკურატურამ შუამდგომლობა დააყენა, რომ პენიტენციური დაწესებულების გადაწყვეტილების გამო, სხდომა ციხეში ჩატარდეს ან სააკაშვილი დისტანციურად ჩართონ. პროცესზე შუამდგომლობა პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა დააყენა. სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან სასამართლო დარბაზში მოყვანის საკითხი უზრუნველყოს. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო პროცესს თავად მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება. როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში აღნიშნეს, შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისა და ჯანმრთელობის დამატებითი რისკის გამო, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გადაიყვანოს სააკაშვილი სასამართლოში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)