21:18 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-03 12:24:43, 1719 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის თანამდებობებზე კანდიდატურები წარადგინა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ღია კონკურსის შედეგად შერჩეული ცხრა კანდიდატურა წარუდგინა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად  მან ანა ნაკაშიძის, მერაბ ქათამაძისა და აკაკი სიხარულიძის კანდიდატურები წარადგინა; მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე ელისო ასანიძის, რატი სხირტლაძისა და სიმონ ნოზაძის  კანდიდატურები შესთავაზა; ხოლო მესამე ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად, გიორგი ფრუიძის, სერგო შავგულიძისა და თამარ ალფაიძის კანდიდატურები დაასახელა. 

შესაბამისი წარდგინება საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი - იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ
პაველ ჰერჩინსკი - ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობა, ევროპული საბჭოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა იქნებოდა
ელჩი ჰერჩინსკი კობახიძეს: რას ელით, რომ „დიპ სტეიტზე“ გაგვიმართავთ დებატებს?
საგარეო გაფართოების ანგარიშზე - ტენდენციურია, მაგრამ დეტალურად შევისწავლით, დიალოგისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics