|
2021-11-08 11:37:20, 1193 ნახვა
სამართალი
ფონიჭალასა და მარნეულში ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს - ამოღებულია 1 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ნ.ქ. მარნეულში, ხოლო1992 წელს დაბადებული ლ.კ. ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს. უწყების ცნობით, მათ ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ. შსს–ს ინფორმაციით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,სამართალდამცველებმა, ფონიჭალის დასახლებაში, ლ.კ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ,,ჰეროინის“ შემცველი 700 გრამი ნარკოტიკული საშუალება. რაც შეეხება ნ.ქ.-ს, პოლიციამ იგი ქალაქ მარნეულში დააკავა. სამართალდამცველებმა, მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის დამხმარე ნაგებობის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ,,ჰეროინის“ შემცველი ნახევარ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს", – ვკითხულობთ შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)