|
2021-11-07 13:07:22, 964 ნახვა
სამართალი
სააკაშვილის ადვოკატი - რატი ბრეგაძემ და პენიტენციურმა სამსახურმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს
რატი ბრეგაძემ და პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს, არა მხოლოდ პაციენტის უფლებების შესახებ კანონი, არამედ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული,- ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველი, ბექა ბასილაია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც ჩანს თუ როგორ იღებს საკვებს მიხეილ სააკაშვილი. როგორც ბექა ბასილაიამ ტელეკომპანია „მთავართან“ აღნიშნა, მათ თავიანთ უფლებამოსილებას გადააჭარბეს და ეს არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება. „რატი ბრეგაძემ და პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს, არა მხოლოდ პაციენტის უფლებების შესახებ კანონი, არა მხოლოდ პატიმრობის კოდექსი, მათ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული. მათ თავიანთ უფლებამოსილებას გადააჭარბეს და ეს არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება. პროპაგანდისტული მიზნით გამოიყენო ადამიანის პერსონალური მონაცემები და გაავრცელო კადრები იმისთვის, რომ მოახდინო მოშიმშილე პატიმრის დისკრედიტაცია - ეს დანაშაულია. რეალურად, 30 ოქტომბრის შემდეგ, ვინაიდან მედიკამენტების მიღება დამატებით საფრთხეს უქმნიდა მოშიმშილე ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მოხდა ამ საშუალებების გამოყენება სასიცოცხლო ფუნქციების მინიმალურ დონეზე შესანარჩუნებლად. ეს არის სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, როგორც სამკურნალო პრეპარატი და არა როგორც საკვები საშუალება.“- ამბობს ბასილაია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)