|
2021-11-06 11:37:22, 946 ნახვა
სამართალი
პოლიციამ გორში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ძალადობის ფაქტებზე 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი: 1969 წელს დაბადებული მ.ნ. და 1996 წელს დაბადებული ტ.ნ დააკავეს. მ.ნ.-ს ბრალი ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ხოლო ტ.ნ. დაკავებულია ძალადობის ბრალდებით. გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ნ.-მ მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, გორში, ფინანსური დავის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს -1972 წელს დაბადებული რ.გ.-ს ბასრი საგნის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მ.ნ.-სა და რ.გ.-ს შორის მომხდარი დაპირისპირებისას, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ბრალდებული მ.ნ.-ის შვილი - ტ.ნ. და დაჭრილი მამაკაცის შვილი - 2001 წელს დაბადებული ს.გ., რომელსაც ტ.ნ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ მ.ნ. და ტ.ნ მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)