|
2021-10-30 18:10:14, 802 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია მოუწოდებს ამომრჩევლებს, გავიდნენ საარჩევნო უბნებთან და დადგნენ მიმდებარე ტერიტორიაზე
დღეს არის ისტორიული დღე, ჩვენ ვწერთ ისტორიას, ვიგებთ თბილისს, პირველად ისტორიაში, კოალიციური გუნდი იმარჯვებს, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ნიკა მელიამ მოუწოდა მოსახლეობას, მივიდნენ არჩევნებზე, იმათ კი, ვინც უკვე დააფიქსირა საკუთარი ხმა მოუწოდა, მივიდნენ საარჩევნო უბნებთან, სადაც არიან რეგისტირებულნი და დადგნენ მიმდებარე ტერიტორიაზე. „ვიბრძვით, ბოლომდე ვიბრძვით თითოელი ხმის დასაცავად, ამისათვის საჭიროა მეტი აქტიურობა, რომ ვერანაირი გავლენა ვერ ჰპოვოს მათმა მანიპულაციებმა საბოლოო შედეგზე. ხალხო, ეს არის ისტორიული დღე, ბევრჯერ გვითქვამს და ვამბობთ, რომ დღეს ჩვენ ვწერთ ისტორიას, დღეს ჩვენ ვიგებთ თბილისს, პირველად ისტორიაში, კოალიციური გუნდი იმარჯვებს თბილისში და არა მხოლოდ. ძალადობენ, მაგრამ თავისივე აქტივსაც აღარ სჯერა მათი წარმატების. არ მეგულება არც ერთი ადამიანი, ვინც მე მისმენს, ვისაც უნდა ხმა მისცეს ინიციატივას, მრავალფეროვნეას, ცვლილებებს და სახლში დარჩება. 2 საათი საკმარისი დროა, რომ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, ვინც უკვე მივედით, თხვნაა, ვისაც შეგვიძლია რომელ საარჩევნო უბანზეც ვართ რეგისტრირებული და ხმას ვაძზლევთ, ყველანი გავიდეთ და იმ საარჩვნო უბნის მემდებარე ტირორიაზე დავდგეთ“, - განაცხადა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)