|
2021-10-30 17:27:28, 1112 ნახვა
სამართალი
სახელმწიფო ინსპექტორი - პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, როდესაც ეს ხდება საჯარო ინტერესის დასაკმაყოფილებლად, კანონიერია
პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, როდესაც ეს ხდება საჯარო ინტერესის დასაკმაყოფილებლად, კანონიერი მიზნით, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად და იმ მოცულობით, რაც აუცილებელია კანონიერი მიზნის მისაღწევად, კანონიერია. - ამის შესახებ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა "ექსპრესნიუსს" აცნობა. "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საარჩევნო პროცესების მიმართ საზოგადოების მხრიდან ყოველთვის არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი. ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის არსებობა წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დამუშავების, მათ შორის, გასაჯაროების ერთ-ერთ საფუძველს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარჩევნო პროცესში გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებზე საზოგადოების ინფორმირება და საჯარო უწყების მიერ ასეთი სავარაუდო დარღვევების საპასუხოდ პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, როდესაც ეს ხდება საჯარო ინტერესის დასაკმაყოფილებლად, კანონიერი მიზნით, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად და იმ მოცულობით, რაც აუცილებელია კანონიერი მიზნის მისაღწევად, კანონიერია. " - წერია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)