13:54 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-30 13:01:40, 549 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - ქვეყანას მესამე პრეზიდენტი მოსაკლავი არ ჰყავს, განსაკუთრებით ღარიბაშვილის, კობახიძის, ივანიშვილის ხელით

მეორე ტურში მაღალი აქტივობაა, ეს ნიშნავს, რომ თბილისმა გაიღვიძა, არჩევანს აკეთებს მრავალფეროვნების სასარგებლოდ, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

"დარწმუნებული ვარ გვექნება კოალიციური მმართველობა და ამის საფუძველს იძლევა ის წიანსწარი მონაცემები, რომელიც არსებობს და გამოცხადება საარჩევნო უბნებზე 10 საათისთვის არის გაცილებით მაღალი ვიდრე პირველ ტურში თქვენ იცით, მეორე ტურში არ არის მაღალი აქტივობა და წელს არის გამონაკლისი. ეს ნიშნავს რომ თბილისმა გაიღვიძა , ეს ნიშნავს, რომ თბილსი არჩევანს აკეთებს მრავალფეროვნებსი სასარგებლოდ  რა თქმა უნდა სასიხარულოა", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთანავე, მელიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ქვეყანას არ ჰყავს მოსაკლავი მესამე პრეზიდენტი.

"მოვწონვართ ჩვენ ბევრს, თუ არ მოვწონვართ, ამ ქვეყანას, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მოსაკლავი არ ჰყავს. განსაკუთრებით ღარიბაშვილის, განსაკუთრებით კობახიძის, განსაკუთრებით ივანიშვილის, შალვა რამიშვილის და სხვების და სხვების ხელით", - დასძინა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია! - ვიდეო
არ გაჩერების კულტურა ფეხბურთში - საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
ნაცმოძრაობამ მოსამართლე ევა გოცირიძის აცილება მოითხოვა, სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე $10 045-მდე შემცირდა - მიზეზი მოსახლეობის რაოდენობის ზრდაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics