|
2021-10-24 15:35:44, 1433 ნახვა
სამართალი
რუსთავში, დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირება მოხდა
რუსთავში, ოპოზიციის ნაწილის რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან ქართული ოცნების და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა. ოფისის თანამშრომლების თქმით, იქ მისულმა ადამიანებმა დავით კირკიტაძისთვის დარტყმაც სცადეს, რა დროსაც შტაბის ერთ-ერთი წევრი გაშველებას ცდილობდა და ამ დროს დაზიანდა. დავით კირკიტაძე, ენმ-ის წევრები და მხარდამჭერები რუსთავში, პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან. როგორც კირკიტაძემ აღნიშნა, დამნაშავეები სწორედ ის ადამიანები არიან ვინც „ცოცხების აქცია“ მოაწყო. მისი თქმით, დაშავებული პირებიდან ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. „იდენტიფიცირებული არიან დამნაშავეები. ეს ის ადამიანები გახლავთ, ვინც „ცოცხების აქცია“ მოაწყო და მაშინ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია, რადგან ეს პირები მათი აგენტები არიან. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაზარალებულებიც არიან და ისინი ახლა დაკითხვაზე გადაჰყავთ. მივმართავ ყველა ქვეყნის საელჩოს და დიპლომატიურ მისიებს, ეუთო/ოდირის გრძელვადიან დამკვირვებლებს, რომლებიც ჩამოდიან და ხშირად იმყოფებიან აქ, ამ ფაქტს თუ რეაგირება არ მოჰყვა, გარწმუნებთ, არავითარი ნდობა არჩევნების პროცესსა და სამართალდამცავებს არ ექნებათ ჩვენი მხრიდან“, - ამბობს დავით კირკიტაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)