11:51 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-20 20:41:10, 1208 ნახვა

სამართალი
მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი ოფიციალურად წარედგინა

ეს არის დასტური, ეს არის " ქართული ოცნების" მიერ აღიარებული მიხეილ სააკაშვილს  გმირობის დოკუმენტი. მიხეილ სააკაშვილს შეგნებულად, საიმისოდ, რომ "ოცნების" ხელისუფლებას, ამ ოლიგარქიულ ძალას არ ჰქონოდა პროვოკაციების საბაბი და არ მოეწყო დაპირისპირება ქართველ ხალხს შორის, აირჩია უმძიმესი, ურთულესი და გმირული გზა საქართველოში დასაბრუნებლად. - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა. 

მიხეილ სააკაშვილს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში  ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

"ეს არის დასტური, ეს არის " ქართული ოცნების" მიერ აღიარებული მიხეილ სააკაშვილს  გმირობის დოკუმენტი. მიხეილ სააკაშვილს შეგნებულად, საიმისოდ, რომ "ოცნების" ხელისუფლებას, ამ ოლიგარქიულ ძალას არ ჰქონოდა პროვოკაციების საბაბი და არ მოეწყო დაპირისპირება ქართველ ხალხს შორის, აირჩია უმძიმესი, ურთულესი და გმირული გზა საქართველოში დასაბრუნებლად და აქ არ შეიძლება იდგეს საკითხი მესაზღვრემ პასპორტი შეამოწმა თუ არა. არ შეიძლება იდგეს საკითხი შტამპი იქნა თუ არა ჩარტყმული. როდესაც ოლიგარქიული რეჟიმის მიერ დევნილი მესამე პრეზიდენტი ბრუნდება საქართველოში ეს არის გმირობის აქტი და ზვიად გამსახურდიას გზის გაგრძელება და მადლობა "ქართულ ოცნებას", რომ ეს ასახეს დოკუმენტალურად", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურა - მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონის როსტოვში ნავთობტერმინალზე თავდასხმა განახორციელეს - 6 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკი: აშშ-მ მაიამის შეხვედრა პუტინთან შეთანხმებების დასაფარად გამოიყენა
ტრამპმა პუტინთან შეთანხმებას მიაღწია მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ მისი მოთხოვნები უგულებელყო - Axios
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics