|
2015-02-03 10:18:24, 1525 ნახვა
სამართალი
შსს: 2015 წლის იანვარში, 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 3%-ით ნაკლები ვიზიტორი შემოვიდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი გასული თვის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, 2015 წლის იანვრის თვე 309 467 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 3 %-ით ნაკლებია. ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ტრანზიტი - 58 028 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 18,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 9%); სხვა - 139 817 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 45,2%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3%). "ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარში გამოირჩნენ ლიტვა და გერმანია (შესაბამისად 164% და 12%), შუა აზიის ქვეყნებიდან - თურქმენეთი (132%), უზბეკეთი (20%), და ყაზახეთი (16%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი - ბელორუსიის და მოლდოვას მოქალაქეები 53% და 43%–იანი მატებით",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)