|
2021-09-29 18:33:55, 756 ნახვა
პოლიტიკა
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ ორი რეკომენდაცია შეიმუშავა
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მე-8 სხდომაზე ორი რეკომენდაცია მიიღო. კომისია მოუწოდებს საჯარო მოხელეებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში მონაწილეობისაგან. კომისია რეკომენდაციით მიმართავს პოლიტიკურ პარტიებს, მათაც მოუწოდონ საკუთარ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ სხვა პარტიის სააგიტაციო შეხვედრებზე დასწრებისაგან, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყოველგვარი შესაძლო ინციდენტი. უწყებათაშორისი კომისია, ასევე, მიმართავს განათლების სამინისტროს რესურსცენტრების, საჯარო სკოლებისა და ბაღების წარმომადგენლებს, სამუშაო საათებში არ მიიღონ მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციაში, მათ შორის, სოციალური ქსელის გამოყენებით, და მოუწოდონ პედაგოგებს, არ დაუშვან სასწავლო პროცესის პოლიტიზება, მაქსიმალურად გამიჯნონ საარჩევნო და სასწავლო პროცესი. უწყებათაშორისი კომისიის მე-8 სხდომამ საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტებიც განიხილა, რომელთა შესახებაც მედიით გახდა ცნობილი. ინციდენტებზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია კომისიის წევრებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა მიაწოდეს. კომისიის მუშაობაში სახელმწიფო უწყებების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მიზანი საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და მათზე რეაგირებაა. 8 სექტემბრიდან კომისია ინტენსიურად – კვირაში ერთხელ იკრიბება და წინასაარჩევნო პროცესში მომხდარ სავარაუდო ინციდენტებს განიხილავს. კომისიის სხდომას იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი უძღვებოდა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)