|
2021-09-29 12:06:54, 356 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - „ქართული ოცნება“, საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა ოლქში პირველივე ტურში იმარჯვებს
„ქართული ოცნება“, საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა ოლქში პირველივე ტურში იმარჯვებს, ასევე დამაჯერებლად იმარჯვებს კახა კალაძე, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი „გორბის“ მიერ ჩატარებულ კვლევას. „გუშინ, ტელეკომპანია “იმედმა” გამოაქვეყნა საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია “გორბის” მიერ შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა. ამ კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის პროგნოზები, რაც პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევებით იკვეთებოდა. ფაქტია, “ქართული ოცნება” საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში პირველივე ტურში იმარჯვებს. ასევე, ძალიან დამაჯერებლად იმარჯვებს კახა კალაძე. ამ კვლევამ, კიდევ ერთხელ დაგვანახა ის განწყობა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. კერძოდ ის, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ გუნდმა ყველა მუნიციპალიტეტში შეძლო ხელშესახები წინსვლის მიღწევა. მოსახლეობა ხედავს რამდენად გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, გზები, წყალმომარაგება, ბუნებრივი აირის მიწოდება, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, სოციალურ საჭიროებებზე რეაგირების სისტემები. ამავე დროს, ეს მხარდაჭერა მიუთითებს, რომ ჩვენმა მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატებმა სწორად შეძლეს მუნიციპალიტეტების მიხედვით ჩვენი მოსახლეობის კონკრეტული საჭიროებების გაანალიზება და მათი ასახვა საარჩევნო პროგრამებში. აღსანიშნავია, რომ ყველა კვლევით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ადგილობრივი ხელისუფლება გახდა ყველაზე მაღალი ნდობის მქონე საჯარო ინსტიტუტი, რაც, რა თქმა უნდა, ასევე აისახება ჩვენი კანდიდატების რეიტინგებში. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ჩვენი მოსახლეობა სწორად ხვდება, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი, საქმეზე და მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა, ენდობა ჩვენს გუნდს და მზად არის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კვლავაც დაუჭიროს მას მხარი. ამ ფონზე კიდევ უფრო გასაგები ხდება ოპოზიციის და მათი ტელევიზიების მიერ რეალური სურათის დამახინჯების სასოწარკვეთილი მცდელობა კვლევების მანიპულირების და დეზინფორმაციით გაჯერებული სიუჟეტების მეშვეობით. ამის საუკეთესო მაგალითი იყო IPSOS-ის კვლევა, როცა პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, როგორ მოაქცია ჩიხში ელემენტარულმა კითხვებმა დამკვეთიც და შემსრულებელიც. რა თქმა უნდა, მოსახლეობისთვის გონების არევის ამგვარ სასოწარკვეთილ მცდელობებს წარმატების შანსი არ აქვს. ქართველი ხალხი, 2 ოქტომბერს, უკვე მერვედ გააკეთებს სწორ არჩევანს და მხარს დაუჭერს „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატებს. კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს და მოვუწოდოთ მათ აქტიურობისკენ. 2 ოქტომბერს ჩვენ კვლავ ერთად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)