09:51 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-23 20:56:37, 672 ნახვა

პოლიტიკა
მალხაზ ბეგიაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოდბისხევის ისტორიულ ბაზარს ესტუმრა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მალხაზ ბეგიაშვილი, ბოდბისხევის მაჟორიტარობის კანდიდატთან გოჩა ხოსიტაშვილთან ერთად სოფელ ბოდბისხევში მდებარე ისტორიულ ბაზარს ეწვია.- ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში  მოვაჭრეებს შეხვდნენ, გაესაუბრნენ და „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებთან ერთად სააგიტაციო ფლაერებიც თავად დაარიგეს.

მათ საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობისკენ და მხარდაჭრისკენ მოუწოდეს.

„2 ოქტომბერს  ყველა უნდა წავიდეს არჩევნებზე და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. საარჩევნო ხმა არის ჩვენი ყველაზე დიდი აქტივი, რომელსაც ძალიან სერიოზულად და დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. ჩვენი სწორი არჩევანი განსაზღვრავს ყველა ჩვენთაგანის  შემდგომ კეთილდღეობას,“  - განაცხადა მოვაჭრეებთან შეხვედრისას მალხაზ ბეგიაშვილმა.

"შეგახსებთ, რომ ბოსბისხევის  ბაზარი 1902 წლიდან ფუნქციონირებს და იქ როგორც ადგილობრივი, ასევე, სხვადასხვა  მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული ფერმერები მომხმარებელს საკუთარ პროდუქციას სთავაზობენ."-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics