|
2021-09-23 10:18:25, 523 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდებს - ხომ არ გინდათ საბანძეთის თაობა იყოთ? საჭიროა, რომ დაეხმაროთ ქვეყანას
თქვენ ხომ არ გინდათ, რომ საბანძეთის და ბანძუსტანის თაობა იყოთ? - ამისათვის საჭიროა, რომ დაეხმაროთ ჩვენს ქვეყანას, - ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდებს. როგორც სააკაშვილი ვიდეომიმრთვაში აღნიშნავს, ბოლო დღეების განმავლობაში ის აშშ-ში სენტორებსა და კონგრესმენებს ხვდება, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოზე ლაპარაკი მობეზრდათ. „მე მინდა მივმართო ქართველ ახალგაზრდებს. ახლა ვარ ვაშინგტონში, საიდანაც მრავალი წლის წინ მივატოვე ჩემი დოქტურანტურა და ჩავფრინდი ჩაბნელებულ, განადგურებულ საქართველოში და დავიწყეთ მუშაობა, რომ საქართველო წამოგვეწია წინ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მშურს თქვენი იმიტომ, რომ თქვენ ხართ ჩვენზე უფრო ნიჭიერებიც, ჩვენზე უფრო ინფორმირებულებიც, ჩვენზე უფრო წინწასულებიც და ჩვენზე უფრო თავისუფლებიც. გუშინ და დღეს დავდივარ ამერიკაში, სენატში ვხვდები სენატორებს, კონგრესის წევრებს, ექსპერტებს და ბევრი იძახის, ჩვენ მოგვბეზრდა საქართველოზე ლაპარაკი. არადა იმდენი ათწლეული დავდიოდი და ყველა იძახდა, თქვენ ხართ ყველაზე მაგრები, თქვენ ხართ ყველაზე განსაკუთრებულები. ხალხო, საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკოსების სახელები და გვარები, გვინდა თუ არა, რომ გვქონდეს სიამაყე ჩვენი ქვეყნის? ეს ხომ უცვლელი კატეგორიაა? თქვენ ხომ გინდათ, რომ მაგარი ქვეყნის მოქალაქეები იყოთ? თქვენ ხომ არ გინდათ, რომ საბანძეთის და ბანძუსტანის თაობა იყოთ? - ამისათვის საჭიროა, რომ დაეხმაროთ ჩვენს ქვეყანას და არა პოლიტიკოსებს, სააკაშვილს. ქვეყანას სჭირდება თქვენი დახმარება, ქვეყანას სჭირდება თქვენი აქტიურობა ახლა, ქვეყანას სჭირდება თქვენი „დრაივი“. თქვენ უნდა იბრძოლოთ საკუთარი თავისუფლებისთვის და საქართველოს თავისუფლებისთვის. მე არაფრისკენ არ მოგიწოდებთ, ნაღდად არ ვაპირებ ჭკუა გასწავლოთ იმიტომ, რომ ჩემზე უკეთესად იცით ყველაფერი, უბრალოდ იფიქრეთ იმაზე, რომ სიამაყე და განსაკუთრებულობა საქართველოს უნდა დაუბრუნოთ. აქ რომ ჩამოხვალთ, თავაწეულად უნდა იაროთ და არა ვიღაც „ჭ“ კლასის ქვეყანა ჩამოვიდა და ისევ რაღაცას წუწუნებს აქ, რაც ამ ბოლო ხანებში მესმის. აბა თქვენ იცით“, - განაცხადა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)