|
2021-09-20 11:30:08, 1147 ნახვა
სამართალი
ხატია დეკანოიძემ უკანონო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურაში სარჩელი შეიტანა
გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. ხატია დეკანოიძემ მოუწოდა ადამიანებს, რომლებიც ფიგურირებენ აღნიშნულ ჩანაწერებში, შეიტანონ სარჩელი სამართალდამცავ უწყებებში. ამასთანავე, დეკანოიძემ აღნიშნა, რომ არ აქვს იმედი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში აღნიშნული ჩანაწერების გამოძიების, თუმცა დასძინა, რომ მმართველი გუნდის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, მასალები გამოძიებული იქნება. „მე ვფიქრობ, რომ ყველამ, ვისზეც არის ინფორმაცია გასული საჯარო სივრცეში, ანუ იმ მასალებში, რომლებიც ყველამ ვნახეთ, რომ ტოტალური კონტროლი და ფარული მიყურადებაა სუს-ის მიერ, ყველა ადამიანმა უნდა შეიტანოს სარჩელი სამართალდამცავ უწყებებში. ჩემი ეპიზოდი, რომელიც გავიდა საინფორმაციო საშუალებებში, მათ შორის, „მთავარ არხზე“, „ფორმულაზე“ და „ტვ პირველზე“, ასევე ონლაინგამოცემებში იყო ჩემი საუბარი, ფარული მიყურადება საელჩოს სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის, აქედან გამომდინარე მე დღეს შემაქვს სარჩელი, ეს არის სარჩელი, რომ დაიწყოს გამოძიება ფარულ მიყურადებაზე და გულწრფელად მინდა ყველას ვუთხრა, რომ არ მაქვს იმედი, რომ გამოძიებული იქნება ეს მასიური ტოტალური კონტროლი ადამიანებზე, მაგრამ მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოცილდება, როდესაც გვექნება დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა, ეს ჩემი და ყველას განცხადება, რომელიც ტოტალურ კონტროლს გააპროტესტებს, დარწმუნებული ვარ, გამოძიებული იქნება“ - განაცხადა დეკანოიძემ.
ტრამპმა თეთრი სახლის ახალი პრესმდივანი დანიშნა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
აშშ უკრაინას დაზვერვის შეწყვეტით დაემუქრა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო - Axios
პროკურატურა - მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)