|
2021-09-16 20:20:49, 772 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე -გააღიზიანათ იმან, რომ მიზანი სწორად ავირჩიეთ, დავარტყით იქ, სადაც ყველაზე მეტად ეტკინათ
მათ აღიზიანებთ ის რომ მიზანი ავირჩიეთ სწორად, ვიცით ვის ხელშია მართვის მთავარი ბერკეტი, დავარტყით იქ სადაც ყველაზე მეტად ეტკინათ - ეს განცხადება „გირჩი მეტი -თავისუფლების“იდერმა ზურაბ ჯაფარძემ "მთავარ არხთან" საუბრისას გააკეთა. მისი თქმთ, სინამდვილეში ყველაფერს და ყველას ამ ქვეყანაში მართავს სუს-ი, მათ შორის, ახლა, 2 ოქტომბერს რომ არჩევნებს ატარებს თავიდან ბოლომდე სუს-ი „ცესკო“ უბრალოდ საბუთების შემვსებია. მან გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზეც გააკეთა კომენტარი, ჯაფარიძის განმარტებით, ეს არის ყველაზე საშნელი და საშიში მართვის ბერკეტი, რომელიც ტოტალიტარული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი. "ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო სუს -ის არის „შკოდა“ ,მაგ მანქანებით დადიან და მაგ მანქანებით უთვალთვალებენ ყველას, გააღიზიანათ იმან, რომ სინამდვილეში მთავარი ბრძოლის ობიექტი არის სუს-ი და მე ამის ახსნას მიწევს ხშირად ბევრისთვის, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი ბუტაფორიაა, არ არსებობს არანაირი სახელმწიფო სტრუქტურები,რომელზეც შეიძლება ითქვას რომ ძალაუფლება არის განაწილებული, სინამდვილეში ყველაფერს და ყველას ამ ქვეყანაში მართავს სუს-ი, მათ შორის, ახლა, 2 ოქტომბერს რომ არჩევნები მოდის, ამ არჩევნებს ატარებს თავიდან ბოლომდე სუს-ი „ცესკო“ არის უბრალოდ საბუთების შემვსები,მაგრამ არჩევნებს ატარებს ეს სტრუქტურა, ეს სტრუქტურა არის ის ვისაც ყველაზე და ყველაფერზე აქვს შეგროვეული ინფორმაცია, მათ შორის ეს გაჟონილი ინფორმაცია, შეიძლება ვიღა ცისთვის უბრალოდ "ვორდის " დოკუმენტები იყო ან პირადი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები,მაგრამ ჯამში ეს არის ყველაზე საშნელი და საშიში მართვის ბერკეტი, ეს არის ტოტალიტარული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ეგრე მართავდა „საბჭოთა კავშირი“ ეგრე მართავდა „ ფაშტური გერმანია“ მანდ ვართ ახლა ჩვენ მისული. მათ აღიზიანებთ ის რომ მიზანი ავირჩიეთ სწორად, ვიცით ვის ხელშია მართვის მთავარი ბერკეტი, დავარტყით იქ სადაც ყველაზე მეტად ეტკინათ "- განაცხადა ჯაფარიძემ
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)