|
2021-09-16 18:45:54, 945 ნახვა
სამართალი
სოფელ კირბალის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
სოფელ კირბალის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია. - ამის შესახებ სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა განაცხადა. მისი განცხადებით, საქართველოს მოქალაქე დაკავებიდან 1 საათის განმავლობაში გაათავისუფლეს. „მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, სოფელ კირბალის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ზურაბ დათიაშვილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაუყოვნებლივ მოხდა ცხელი ხაზის გააქტიურება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. აღნიშნული ღონისძიებების შესაბამისად დაუყოვნებლივ მოხდა საქართველოს მოქალაქის გათავისუფლება 1 საათის განმავლობაში. უკანონო დაკავებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“ - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)