|
2021-09-15 14:48:37, 464 ნახვა
პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე - პოლიტიკური შინაარსისგან აბსოლუტურად დაცლილი ოპოზიციური სპექტრი სიცრუის ტირაჟირებას აგრძელებს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ საზოგადოება ყველაფერს ჯეროვნად აფასებს და მოქალაქეებზე ამ გზებით მანიპულირება დაუშვებელია. „ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის და ძალიან კარგად შეაფასა ვინ ებრძოდა და ებრძვის ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ეკლესიას და ვინ აკეთებდა სიბინძურეებს წლების განმავლობაში. ეს არის გაგრძელება იმ სიბინძურის, რომელსაც აკეთებდნენ რიგი ოპოზიციური პარტიები და განსაკუთრებით, ავანგარდში „ნაციონალური მოძრაობა". მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფერს კარგად ხედავს, კარგად აფასებს და არავის არ მისცემს საშუალებას, რომ ამ ტიპის სიბინძურით მოახდინონ მანიპულირება მოქალაქეებზე. ამავე დროს, ეს კონტექსტიც გასათვალისწინებელია. იცით, რომ მოახლოებულია არჩევნები და როცა პოლიტიკური შინაარსისგან აბსოლუტურად დაცლილია მთელი ეს ოპოზიციური სპექტრი, არა აქვთ არანაირი გეგმა და არც ხალხის მინიმალური მხარდაჭერა, რა თქმა უნდა აგრძელებენ ტირაჟირებას იმ სიცრუის და სიბინძურის, რომელიც არის მათი ხელწერა" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)