|
2021-09-14 19:48:19, 488 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი - ატენის ხეობაში, თეძამში, თრიალეთში, შეიქმნება დაცული ტერიტორიები, რომელიც ალგეთის პარკთან გაერთიანდება
„ატენის ხეობაში, რომელიც თითოეული გორელისთვის არის ძალიან საამაყო, შეიქმნება დაცული ტერიტორიები, დაცული ტერიტორიები შეიქმნება თეძამის ტერიტორიაზეც, ასევე გვექნება თრიალეთის დამატებითი დაცული ტერიტორიები, რომელიც ალგეთის პარკთან გაერთიანდება და ეს იქნება ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის დამაკავშირებელი უნიკალური ბუნება, რომელიც ამ მხარის ისტორიულ ერთიანობას აღადგენს", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ,,ქართული ოცნების" გორის მერობის კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარადგენაზე. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, დაცული ტერიტორიების შექმნა არ ემსახურება მხოლოდ ბუნების დაცვას, ეს არის დამატებითი შესაძლებლობები, მათ შორის, ეკონომიკის განვითრებისთვის. „დაცულ ტერიტორიებზე შევქმენით ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, გავიყვანეთ ბილიკები, გავაკეთეთ საინფორმაციო ცენტრები, მოვიზიდეთ ვიზიტორები და ეს ადგილები გახდა პოპულარული. იქ დაიწყო საოჯახო ტურისტული საქმიანობის განვითარება. ატენის ხეობაშიც, რომელსაც ასეთი დიდი პოტენციალი აქვს უკვე დაწყებულია ღვინის ტურიზმი; არაერთი მარანი შეიქმნა. დავიწყეთ დაცული ადგილწარმოშობის წახალისება და მხარდაჭერა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)