|
2021-09-14 16:40:44, 404 ნახვა
პოლიტიკა
პრეიერი სააკაშვილზე - როცა მოსახლეობის 80% გიცხადებს პროტესტს, ხომ შეიძლება მიხვდეს, ერთხელ მაინც სახელმწიფოებრივად გადადგას ნაბიჯი
მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს, ვინაიდან ეს არ ეხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ ინსტიტუციას, მხოლოდ მთავრობას ან მხოლოდ ჩვენს ხელისუფლებას, არამედ ეს ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩვენ უნდა დავუსვათ კითხვა საკუთარ თავს, როგორი ქვეყნის მშენებლობა გვინდა, როგორი ქვეყანა გვინდა, იყოს საქართველო?! - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ქარელის მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართულმა ოცნებამ", უკვე მე-9 წელია, თავისი საქმით დაამტკიცა, რომ არის პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ძალა, რომელიც ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე და ქვეყნის გაძლიერებაზე. „სხვა მიზანი, სხვა საქმე ჩვენ არ გაგვაჩნია, გარდა ერთისა, რომ ვემსახუროთ ჩვენს ხალხს და ჩვენს ძვირფას სამშობლოს, ფეხზე დავაყენოთ ჩვენი ქვეყანა, რეგიონები, სოფლები და ჩვენს ხალხს გვერდში ამოვუდგეთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენი მოსახლეობის მთავარი გასაჭირი და პრობლემა არის უმუშევრობა, სიღარიბე და ეკონომიკის განვითარება არის სწორედ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ჩვენ ყველანი ვდგავართ არჩევანის წინაშე - როგორი საქართველო გვინდა, დამშვიდებული, დაწყნარებული, განვითარებული, გალამაზებული საქართველო თუ მუდმივად ამ საინფორმაციო ომის, ქაოსის, შფოთვის და სტრესის ქვეშ მყოფი საქართველო. მომდინარეობს ნიაღვარი, რომელმაც წალეკა მთელი ქვეყანა და ყველა ინსტიტუცია, არ დარჩა არც ერთი ინსტიტუცია, რომელსაც არ შეეხო მათი ეს პროპაგანდისტული მანქანა. ეს სიყალბის, სიცრუის და ცილისწამების ნიაღვარი, რომელიც მათგან მოედინება, დაფუძნებულია სიცრუეზე. ტყუილ-მართალი არის აზელილი და აღრეული ერთმანეთში, მოსახლეობას ისედაც ამდენი გასაჭირი აქვს და ამ დროს კიდევ უფრო ძაბავენ. ამით ხომ ადასტურებენ, რომ რეალურ პრობლემებზე კი არ ფიქრობენ, არ ფიქრობენ, რომ ჩვენს მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ, ვაჩვენოთ წარმატების მაგალითებით უკეთესი მომავალი, უკეთესი გამოსავალი შევთავაზოთ ამ სიტუაციიდან, არა, მეგობრებო, მათი მთავარი ამოცანაა მხოლოდ ძალაუფლებაში დაბრუნება. ძალაუფლება და მხოლოდ ძალაუფლება არის მათი მთავარი ინტერესი, პირადი მე და პირადი ეგო არის მათი მთავარი მამოძრავებელი, სხვა არავითარი. ჩვენ კარგად ვიცით, ყველამ გამოვცადეთ მათი ხელწერა, როგორ მართავდნენ ხელისუფლებას და როგორ ექცეოდნენ, როგორ ჩაგრავდნენ ჩვენს ხალხს, როგორ იქცეოდნენ თვითონ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და როცა ოპოზიციაში არიან. როცა ჩვენი ქვეყნის 75-80% გიცხადებს პროტესტს და მიუღებლობას, ვგულისხმობ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს, ხომ შეიძლება მიხვდეს, ადამიანმა ერთხელ მაინც სახელმწიფოებრივად გადადგას ნაბიჯი და გააკეთოს სწორი არჩევანი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)