|
2021-09-14 13:15:36, 422 ნახვა
პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ „მთავარი არხზე“, „ტვ პირველზე“, და „ფორმულზე“ ინფორმაციის ცალმხრივი, დაუბალანსებელი და მანიპულაციური გაშუქების ფაქტები გამოავლინა
დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს მოქალაქეების მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება წარმოადგენს. ყალბი ინფორმაციის გავრცელება სწორედ ამ დემოკრატიული პრინციპის დაზიანების მძლავრი იარაღია. ჭორები, მოსმენილი ამბის გადმოცემა, ფაქტების დამახინჯება გამოიყენება პოლიტიკური მოწინააღმდეგეების რეპუტაციის შელახვისთვის და დისკრედიტაციისთვის. სიმართლესა და მონაგონს შორის ზღვარის განზრახ გაბუნდოვნება აძლიერებს ამომრჩევლების დაბნეულობას და ხელს უშლის ფაქტებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ დისკუსიას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში ძლიერდება გარკვეული ტელეკომპანიების მხრიდან, ხელისუფლების და მისი წარმომადგენლების მისამართით მიზანმიმართული დეზინფორმაციისა და ზიზღის კამპანია. პაპუაშვილის განმარტებით, სწორედ ამიტომ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების ჯგუფმა შეისწავლა ამ მხრივ მედიაში არსებული გარემო, რათა გამოევლინა ინფორმაციის ცალმხრივი, დაუბალანსებელი და მანიპულაციური გაშუქება. ანგარიშში გაანალიზებულია, სამი მედიასაშუალების - „მთავარი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ - საინფორმაციო პოლიტიკა, მათი მთავარი საინფორმაციო გამოშვებებისა და თოქ-შოუების მაგალითზე. მედია მონიტორინგის პერიოდი მოიცავს 2021 წლის 1-12 სექტემბრის შუალედს. „ანგარიშის მომზადებისას, შემუშავდა თვისებრივი და რაოდენობრივი მონიტორინგის მეთოდოლოგია. • ფაქტების სიზუსტე;
აღნიშნული ანგარიში საჯაროა და გადაეცემა, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ დეზინფორმაცია, როგორც მცდარი აღქმების შექმნის ინსტრუმენტი, წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხეს მოქალაქეების მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებისთვის.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)