|
2021-09-14 12:48:35, 644 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი სუს-ის ფარულ ჩანაწერებზე - ამ ყველაფერს ჰყავს ერთი პასუხისმგებლი პირი, ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასულიერო პირების მოსმენებს ეხმაურება და ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, ერთადერთი პასუხისმგებელი პირი, რომელიც სასულიერო პირების მოსმენებს უკავშირდება არის ბიძინა ივანიშვილი. როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში პირადი ცხოვრების შემცვლელი მასალები არ გამოქვეყნებულა. "მოგესალმებით, მოსმენებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება საქართველოს ეკლესიას ამ ყველაფერს ჰყავს ერთი პასუხისმგებელი პირი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილის ამოცანაა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის განადგურება. მან პრაქტიკულად გაანადგურა პარლამენტი ქუთაისში და გადმოიტანა ქუთაისიდან. მან პრაქტიკულად მოსპო ადგილობრივი თვითმმართველობა, ის შეეცადა ქართული მედიის განადგურება და არ გამოუვიდა ჯერჯერობით. მას ძალიან აღიზიანებდა ქართლი ეკლესია, მე ვარ ამის მოწმე ყოველთვის იყო პატრიარქის პირადი მტერი. ერთი შემთხვევა მაინც თუ გახსოვთ ჩემს დროს გამოსულიყო ვინმე პირადი ცხოვრების შემცვლელი მასალები ? ან ვინმეს თუ გაუგია მასობრივად ამის შეგროვება ? ეს იყო ჭორები. ბიძინა ივანიშვილს სურს ყველაფერი იყოს ქვეყანაში დისკრედიტირებული და ყველაფერი დარჩეს მხოლოდ მას. ერთადერთი გზა ქვეყნის გადასარცენად არის ერიც და ბერიც დადგეს ერთად და ყველა განსხვავება გვერდით გადადოს და შეცვალოს სიტუაცია, რათა საქართველო გადაარჩინოს, გადაარჩინოს ფასეულობები, ქართული ეკლესია და ჩვენი ბავშვების მომავალი. ჩვენ ვართ გადარჩენის რეჟიმში და ჩვენ ამ გადარჩენაში უნდა მივიღოთ მონაწილეობა". - განაცხადა სააკაშვილმა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)