|
2021-09-14 12:13:10, 724 ნახვა
სამართალი
ქვეყანაში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში, არადეკლარირებული ოქროს შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო საავტომობილო“, სომხეთის რესპუბლიკიდან შემოსულ სომხეთის მოქალაქის გ.კ.-ს მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომობილს, საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს მიერ, შემუშავებული რისკის პროფილის საფუძველზე, განესაზღვრა „წითელი“ დერეფანი და რენტგენოსკანერით დათვალიერება. ამასთან, ეჭვის საფუძველზე, კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით, მებაჟე ოფიცრებმა, სატვირთო ავტომობილის სალონში მოწყობილ, სპეციალურ სამალავში ოქროს ნაკეთობები (წონა 224,41 გრამი) და ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 37 821,76 ლარი შეადგინა. ასევე, სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“. მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ი.ხ.-ს რენტგენოსკანერით დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და მონეტები (წონა 218,96 გრამი) იქნა აღმოჩენილი. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 27 756,77 ლარი შეადგინა. საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. საზღვარზე კანონდარღვევით ოქროს შემოტანის კიდევ 2 ფაქტი აღიკვეთა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მებაჟე ოფიცრებმა, რისკის პროფილის საფუძველზე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, 34 273,8 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 279,8 გრამი) საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში, 34 273,8 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)