|
2021-09-12 12:43:09, 530 ნახვა
პოლიტიკა
მელია სააკაშვილზე -მე მის ადგილას უკვე საქართველოში ვიქნებოდი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენებში ფიზიკურად ჩართვის უფლება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქეს აქვს. "მგონია, რომ იმ მნიშვნელოვან ეტაპზე, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, გზაგასაყარზე — ევროპასა და პუტინის რუსეთის ფედერაციის გზაგასაყარს ვგულისხმობ — საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს, ბუნებრივია, სურვილი და უფლება, მით უმეტეს, იყოს ამ მოვლენებში აქტიურად ჩართული, მათ შორის, ფიზიკურად. რა გასაკვირია, რომ მიხეილ სააკაშვილს ამის სურვილი აქვს, გაუჩნდა და გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას, ხო? მე მის ადგილზე უკვე საქართველოში ვიქნებოდი", — განაცხადა ნიკა მელიამ მთავარი არხის ეთერში. მელია აღნიშნავს იმასაც, რომ ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილს კიევში ყოფნისას დეტალურად ესაუბრა. "ერთი რამ ზუსტად ვიცი, ეს უნდა იყოს უკიდურესად მშვიდობიანი აქტი. მორალური უპირატესობა, რომელიც დღეს აქვს ოპოზიციასა და საზოგადოებას კიდევ უფრო უნდა განვამტკიცოთ. არ მივცეთ შესაძლებლობა ხელისუფლებას, რეჟიმს, რაიმე სახით შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო საზოგადოება", — განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარემ.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)