|
2021-09-11 20:45:20, 554 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ გახსნა ბაზრები - ევროკავშირის ბაზარი, მოიტანა უვიზო რეჟიმი და ხელშესახები პროგრესი ნატოსთან, ეს არის დიდი მიღწევები, მით უმეტეს იმ უწყვეტი საბოტაჟის და მტრობის პირობებში, რომელშიც ვიმყოფებით
2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე არც ერთი, არავითარი თავისუფალი სიტყვა არ ისმოდა ქვეყანაში, ყველაფერი დახშული იყო და და ყველაფერი დარაზული იყო, რომ იტყვიან. ეს გაიხსნა, ქვეყანამ ამოისუნთქა, თავისუფლება დაბრუნდა, ჩვენი მოქალაქეები ვითარდებიან და ასეთ თავისუფალ გარემოში ახდენენ საკუთარი პოტენციალის რეალიზებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ადიგენის მერობის კანდიდატის, გოჩა ქიმაძის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ყველაფერს - მშვიდობას და სტაბილურობას სჭირდება შენარჩუნება. „უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ „ქართულმა ოცნებამ" გახსნა ბაზრები - ევროკავშირის ბაზარი, უვიზო რეჟიმი მოიტანა თუნდაც, ნატოსთან ასეთი ხელშესახები პროგრესი, გახსნა რუსეთის ბაზარი, ჩინეთის ბაზარი. ეს არის დიდი მიღწევები, მით უმეტეს იმ ფონზე და იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ამ მუდმივი, უწყვეტი საბოტაჟის და მტრობის პირობებში. თუნდაც ის ფაქტი, რომ 6 თვის განმავლობაში ამ ადამიანებმა საბოტაჟის ქვეშ ამყოფეს ქვეყანა და დაღალეს ხალხი, არ შედიოდნენ პარლამენტში. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ 2 ოქტომბერს, ჩვენ ყველანი ღირსეულ არჩევანს გავაკეთებთ და „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, უკვე მერვედ, ღირსეულად და დამაჯერებლად. დიდი მადლობა თქვენ ყველას თქვენი ერთგულებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)