|
2021-09-11 18:52:39, 334 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ხალხი დაიღალა ყოველ წელს არჩევნების ჩატარებით, პოლიტიკური უსაგნო, უსაფუძვლო ბატალიები უნდა დასრულდეს
მთავარი გამოწვევა, რაც საზოგადოებას აწუხებს, არის სიღარიბე და უმუშევრობა, ჩვენ ვგეგმავთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ახალციხის მერობის კანდიდატის, ირაკლი ლაზარაშვილის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო წლებში დაიწყო მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელება, როგორიც არის „აწარმოე საქართველოში", „დანერგე მომავალი" , „შეღავათიანი აგროკრედიტი". „ამ პროგრამებით ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ბენეფიციარი ჰყავს ამ პროგრამას, მაგრამ, ჩვენ ახლა უნდა გავაფართოოთ აღნიშნული პროგრამების მასშტაბები და მთელი ქვეყანა უნდა მოვიცვათ, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ამ პროგრამებით და ხელმისაწვდომობა გავზარდოთ. არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოგეხსენებათ, ჩვენ აქტიურად ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ვიცით და გვჯერა, რომ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს და ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. ეს არჩევნები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმით, რომ მომდევნო სამი წელი ქვეყანაში აღარ გვექნება არჩევნები. ხალხი მართლაც დაიღალა ყოველ წელს არჩევნების ჩატარებით და ყოველ წელს ეს პოლიტიკური უსაგნო, უსაფუძვლო ბატალიები უნდა დასრულდეს ქვეყანაში. ჩვენ, ყველამ ერთად, როგორც მთავრობამ ასევე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება მთავარ საქმეზე, იმ მთავარ პრობლემებზე, გამოწვევებზე რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. ასე, რომ კიდევ ერთხელ სრული მობილიზება უნდა გავაკეთოთ, მშვიდად ჩავატაროთ აღნიშნული არჩევნები და გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება", - განაცხადა პრემიერმა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)