|
2021-09-10 20:50:05, 791 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც გააფორმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და მიაღწია უვიზო რეჟიმს, რომელიც მანამდე ალბათ წარმოუდგენელი იყო
ბოლო წლებში, მართლაც უპრეცედენტოა თუნდაც ტურისტების ნაკადის ზრდა, ეკონომიკური აღმავლობა; ახლა მაგალითად გვაქვს 12%-იანი ეკონომიკური ზრდა, რომელიც უპრეცედენტო არის მთელს რეგიონში და ევროპაშიც, მათ შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" მცხეთის მერობის კანდიდატის, დიმიტრი ზურაბიშვილის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველმა გუნდმა მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს მიაღწია საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. „რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ამ ყველაფერს სჭირდება უფრო მეტი მუშაობა, ხალხს სჭირდება უფრო მეტი თანადგომა და ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას ბოლომდე გვერდში დავუდგეთ და ყველა ის პროგრამა და ყველა ის რეფორმა და პროექტი, რომელიც განხორციელდა და განვახორციელებთ, იყოს ხალხზე, მათ ინტერესებზე მორგებული. მე მინდა ასევე ვთქვა, რომ თუნდაც ჩვენი წარმატება საგარეო პოლიტიკის მიმართულებით არის მართლაც ხელშესახები. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც გააფორმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და მიაღწია უვიზო რეჟიმს, რომელიც მანამდე ალბათ წარმოუდგენელი იყო. ეს არის ნდობის გამოხატულება, ნდობის გამოცხადება ევროკავშირის მხრიდან ჩვენი მოქალაქეების მიმართ, ჩვენი ქვეყნისადმი, ჩვენი პოლიტიკური გუნდისადმი. წარმატებაა ყველა მიმართულებით, მაგრამ მთავარი გამოწვევა ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი მთავრობისთვის ჩვენი გუნდისთვის არის, ოკუპაციასთან ერთად, ჩვენი მოსახლეობის უმუშევრობა და დასაქმება და სიღარიბე, რომელიც უნდა დავძლიოთ. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი და მთავარი საქმე და მთელი ძალისხმევა სწორედ როგორც ცენტრალურმა, ასევე ადგილობრივმა ხელისუფლებამ, უნდა მივმართოთ სწორედ ამ მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, ხელისუფლებას ძალიან სერიოზული გეგმები აქვს ტურიზმის მიმართულებითაც. „ჩემი დავალებით, ვმუშაობთ, ვაკეთებთ ახალ პროექტებს და დავიწყებთ ახალი ტურისტული ცენტრების მოწყობას, რომ მაქსიმალურად აღვადგინოთ ძველიც, შევიმუშაოთ ახალი პროექტები და კიდევ უფრო გავალამაზოთ და ახალი ატრაქციები შევქმნათ. დავიწყეთ „განახლებული რეგიონების" პროგრამა, რომელიც გულისხმობს ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში ასევე ურბანული განახლების პროექტებს, რომ ეტაპობრივად, თანდათანობით, ჩვენი ქალაქები და ჩვენი მუნიციპალიტეტები გარდავქმნათ რეალურად ევროპული ტიპის ქალაქებად. მცხეთაშიც დაწყებული გვაქვს ანალოგიური პროექტები. მიუხედავად ამ სიკეთეებისა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ და ერთად მივაღწიეთ, გვესმის, რომ იყო ხარვეზებიც, იყო შეცდომებით, გამოწვევები, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად, თქვენთან ერთად, ეს სირთულეები გადავლახეთ, გავიმარჯვეთ შვიდ არჩევნებში და ახლა ვემზადებით, რომ მერვე არჩევნებში ასევე დამაჯერებლად და ღირსეულად გავიმარჯვოთ, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი, სტაბილური და ძლიერი განვითარება", - აღნიშნა პრემიერმა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)