|
2021-09-09 20:54:23, 532 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე ურბანული განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციას მართავს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია ურბანული პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების გაცნობით დაიწყო. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მისი მერობის ოთხ წელში ურბანული განვითარების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის, დედაქალაქმა მიიღო მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. „რამდენიმე დღის წინ, მე მქონდა საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებების წარდგენა. დღეს კი, უფრო დეტალურ პრეზენტაციას წარმოგიდგენთ ურბანული მიმართულებით. ეს პოლიტიკა განსაზღვრავს ქალაქის განვითარების ვექტორს. ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც ქალაქს არ ჰქონდა გენერალური განვითარების გეგმა და ქაოტური განაშენიანება ხდებოდა. ჩვენ ვართ ის მთავრობა, ვინც მიიღო გენერალური გეგმა და ამით ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა ქალაქის ქაოტურ განაშენიანებას. ასევე, მნიშნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა იმ თვალსაზრისით, რომ ქალაქში აიკრძალა კოეფიციენტების მომატება, რაც მანამდე დიდი პრობლემას წარმოადგენდა კონკრეტული რაიონების, ქუჩებისა და უბნებისთვის. დღეს, პრეზენტაციაზე იმყოფებიან გენ.გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრები და მათ მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა. გენგეგმა არის ცოცხალი დოკუმენტი, რომელიც ყოველდღიურად თუ ყოველწლიურად საჭიროებს გადახედვას", - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მომდევნო ოთხ წელში ურბანული პოლიტიკის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება. „ურბანული პოლიტიკა შედგება რამდენიმე კომპონენტისგან. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ახალი პროგრამები, სიახლეები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩენი დედაქალაქისთვის. სამწუხაროდ, თბილისში გვაქვს 10 000-მდე ავარიული შენობა-ნაგებობა. ძალიან ხშირად ისმის შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა ვქნათ, რა ნაბიჯები გადავდგათ, რომ ეს პრობლემა მომდევნო წლებში მოგვარდეს. დღეს წარმოგიდგენთ კონკრეტულ პროგრამებს, რომლის წესებსაც დავამტკიცებთ. შემდეგ კი, შევძლებთ ავარიული სახლების ჩანაცვლებას. ასევე, დაგეგმილი გვაქვს ინფრასტრუქტურული პროექტები. გარდა ამისა, ძველ თბილისში გვაქვს უამრავი კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობა, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. ამ მიმართულებით არაერთი კარგი პროექტი განვახორციელეთ და მუშაობას მომდევნო ოთხ წელშიც გავაგრძელებთ", - აღნიშნა კახა კალაძემ.
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)