08:40 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-07 13:58:25, 650 ნახვა

პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - "ქართული ოცნება" უნდა მოემზადოს ოპოზიციაში ყოფნისთვის

„თუ ამბობთ, რომ ხალხის ინტერესებს გამოხატავთ, ევროპული გზა იყო და არის ზუსტად 19 აპრილის შეთანხმება და თუ ასე გავაგრძელებთ, ამას ხალხი არ გაპატიებთ, უნდა მოემზადოთ წასასვლელად და ოპოზიციაში ყოფნისთვის",- ამის შესახებ ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.  მისივე შეფასებით, ოპოზიციაში ყოფნას მაღალი პოლიტიკური კულტურა სჭირდება.

„ის კულტურა,  რომ ერთ ადამიანს უნდა ასიამოვნოთ და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება, ეს არ წაადგება საქართველოს და სწორედ ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი, რაზეც საუბრობს პრემიერ-მინისტრი",- აღნიშნა დეპუტატმა.

პაატა მანჯგალაძემ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე ისაუბრა.

„რას გაუკეთეთ ანულირება - ევროპულ გზას, უფრო სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნას, იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ უნდა იყოს - მაინტერესებს, რის ანულირება მოახდინეთ?",- მიმართა უმრავლესობის წევრებს დეპუტატმა.

მისივე თქმით, საზოგადოებაში სრული ნიჰილიზმია და „ქართული ოცნება" ხალხის წინაშე პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას არ გრძნობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics