08:22 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-03 14:25:14, 595 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ მეგრელიშვილი - პირველი შემთხვევაა, როცა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი საკუთარ პარტიას დაუპირისპირდა

პირველი შემთხვევაა, როცა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი საკუთარ პარტიას რადიკალურად დაუპირისპირდა, რაც მანიშნებელია იმის, რომ „ქართული ოცნება“ გუნდის ფარგლებში ვერ ახერხებს დაარწმუნოს საკუთარი პოლიტიკური ფიგურები, რომ მათი გადაწყვეტილებები სწორია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

"ქართული ოცნება" საკუთარი გუნდის ფარგლებში ვერ ახერხებს დაარწმუნოს საკუთარი პოლიტიკური ფიგურები, რომ მისი გადაწყვეტილებები სწორია. ამ ყველაფრიდან ევროკავშირის კომპონენტი პრეზიდენტისთვის იყო მნიშვნელოვანი თუნდაც იმიტომ, რომ თავად მასპინძლობდა შარლ მიშელს და როცა შემდეგში შეხვდება იგრძნობს პასუხისმგებლობას იმ ჩაშლილ პროცესზე“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო რომ ევროკავშირის დახმარებას ვერ მიიღებდა, ოპოზიციამ რამდენიმე დღით ადრე იცოდა, როცა ოპოზიცია შარლ მიშელის წარმომადგენელს შეხვდა.

„საქართველოში ინსტიტუტები დამოუკიდებლები არ არიან და ზუსტად ამიტომ გვიკვირს, რომ ეს არადამოუკიდებელი ინსტიტუტის წარმომადგენელი რაღაც მომენტში არასტანდარტულად იქცევა. რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე სესხის თაობაზე „ქართული ოცნების“ პოზიცია საჯარო გახდებოდა, ოპოზიცია შეკრებილი ვიყავით ევროკავშირის წარმომადგენლობაში და იქ ბრიუსელიდან შარლ მიშელის წარმომადგენელთან ვისაუბრეთ. ჩვენ ამის შესახებ ვიცოდით. მაშინ კომენტარებიც გავაკეთე, მაგრამ ჟურნალისტებმა ყურადღება დიდად არ მომაქციეთ. რეალურად, საქართველოს მთავრობას სესხზე უარი არ უთქვამს, საუბარი იყო იმაზე, რომ ევროკავშირმა ფაქტობრივად წინასწარ გვითხრა, რომ საქართველოს მთავრობას შესრულებული არ აქვს ვალდებულებები და ამის შეუსრულებლობა ნიშნავს ამ ტრანშის გაჩერებას, რომ სხვანაირად არ იყოს გაგებულიო. მთავრობამ შიდა პოლიტიკური ბაზრის ინტერესებიდან გამომდინარე მარტივი „გაპრავება“ მოიფიქრა, რომ ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი აქვთ ზრდა აქვს და უარი თქვა 300 მილიონზე“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსურს კუბასთან საქმეების მოგვარება - ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენება დაუშვა
ტრამპმა სენატს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს პენტაგონისთვის დამატებით 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა
იენსენ ჰუანგის სკანდალის გამო, Nvidia-ს აქციებმა საბაზრო კაპიტალიზაცია 515 მილიარდი დოლარი დაკარგა
5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics