|
2021-09-02 12:16:51, 476 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვეთ 7 არჩევნებში და ქართველ ხალხთან ერთად მივაღწიეთ ხელშესახებ პროგრესს ყველა მიმართულებით
ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩვენმა დიდმა ოჯახმა, „ქართულმა ოცნებამ" დიდი გზა განვლო; ჩვენ ყველამ ერთად ღირსეულად გავიმარჯვეთ 7 არჩევნებში და ქართველ ხალხთან ერთად მივაღწიეთ ხელშესახებ პროგრესს ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი, ყველა მიმართულებით ჩვენ რეალურად წინსვლა და პროგრესი შემოვიტანეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ზესტაფონის მერობის კანდიდატის, ვასილ გველესიანის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი პრობლემა რჩება და მთავარი გამოწვევაა უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე. „ჩვენი მთავარი ამოცანა მომდევნო წლების განმავლობაში, მხოლოდ ამ მთავარ მიზანზე იქნება აქცენტირებული და ჩვენი კონცენტრაცია მიმართული იქნება სწორედ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის განვითარებაზე. ბოლო 8 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ" ძალიან ბევრი რეფორმა გაატარა, ბევრი საქმე გააკეთა. იმერეთის რეგიონი რომ ავიღოთ, 4 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა ათასობით პროექტზე, იქნებოდა ეს გზების მშენებლობა, წყალგაყვანილობა, გაზიფიცირება, უამრავი სამუშაო, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჩატარდა, თუნდაც აქ, ზესტაფონში, მოქმედი მერის, ბატონი გიორგის ხელმძღვანელობით. მინდა, მას მივესალმო და კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატო ამ ღირსეული კაცის მიმართ, რომელიც ბოლომდე დაიხარჯა და ღირსეულად ემსახურა თავის ზესტაფონს და ზესტაფონელებს. ვახსენეთ რა ბატონი გიორგი, მინდა, ჩვენს მოსახლეობას შევახსენო, რომ ეს კაცი არის მაგალითი და სახე ღირსების, ბრძოლის, თავდადების, შეუპოვრობის. კაცი, რომელიც ყოფილმა მჩაგვრელმა, სადისტმა ხელისუფლებამ დაიჭირა უსამართლოდ და უმოწყალოდ მოექცა ციხეში. მაგრამ ეს ყველაფერი წარსულია. თუმცა, ძალიან ბევრი ადამიანი, ათასობით ოჯახი განადგურდა წინა ხელისუფლების დროს", - განაცხადა პრემიერმა.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)