15:10 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-01 12:34:20, 577 ნახვა

სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი - მოგიწოდებთ ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ, ეს არის მართლაც რეალური გამოსავალი

მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ  ყველას მოგიწოდოთ ვაქცინაციის პროცესში  აქტიური ჩართვისაკენ. ეს არის მართლაც რეალური გამოსავალი, იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი თავი, ჩვენი მშობლები, მეგობრები, ახლობლები, ნათესავები და ა.შ. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კოვიდპანდემია ჯერ კიდევ გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე კარგად გვესმის, რომ გამოწვევები ძალიან ბევრია, კოვიდპანდემია, ბუნებრივია, ჯერ კიდევ მძვინვარებს ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გამოწვევა, არამედ მთელი მსოფლიოს გამოწვევაა. ამის მიუხედავად, ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა მთავრობამ მოახერხა ის, რომ ამ სიტუაციაში, რაც არის გამოსავალი სწორედ ვაქცინების სახით, ვაქცინები საკმარისზე მეტი შემოვიტანეთ ამ ეტაპისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ  ყველას მოგიწოდოთ ვაქცინაციის პროცესში  აქტიური ჩართვისაკენ. ეს არის მართლაც რეალური გამოსავალი, იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი თავი, ჩვენი მშობლები, მეგობრები, ახლობლები, ნათესავები და ა.შ.'', - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics