|
2021-08-28 11:09:58, 626 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ტყემალაძე - ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, დავამტკიცეთ, რომ გვაქვს ქალაქის განვითარების სწორი ხედვა
„ქართული ოცნების" ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობასთან გამართა. მან ადგილობრივებს გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და სამომავლო გეგმები გააცნო. მისი თქმით, გამარჯვების შემდეგ, ის ცალკეული მოთხოვნები, რომელიც მოსახლეობას აქვს, ეტაპობრივად მოგვარდება. „გასული ოთხი წლის მანძილზე, დედაქალაქში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, ქალაქისთვის სასიცოცხლო რეფორმა გატარდა და ძალიან ბევრი პროგრამა წარმატებით განხორციელდა. რა თქმა უნდა, ცალკეული გამოწვევები კვლავ რჩება და მას შემდეგ, რაც ოქტომბერში მოსახლეობა მანდატს შემდეგი ოთხი წლით მოგვანიჭებს, არსებული გამოწვევები ეტაპობრივად მოგვარდება. ჩვენ, ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, დავამტკიცეთ, რომ გვაქვს ქალაქის განვითარების სწორი ხედვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მიმართულებით მუშაობის ტემპები გაიზრდება"- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



