|
2021-08-27 17:24:01, 581 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ვაქცინირებული პირებისთვის ლატარიის გათამაშება იგეგმება, სექტემბრის დასაწყისში გაკეთდება განცხადება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბევრი წამახალისებელი ღონისძიებები იქნება, რათა უფრო მეტი ადამიანი აიცრას. "სხვადასხვა მასშტაბისა და ფორმის ღონისძიებებს ვიყენებთ, რომ რაც შეიძლება მეტი აცრილი გვყავდეს. ჩვენ აგვისტოში გავალთ აცრების რაოდენობით სადღაც 700 ათასამდე, რაც სერიოზული ნაბიჯია. სექტემბერში ეს კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ. ყველაზე საუკეთესო იქნება, თუ მილიონს გავაკეთებთ. ივლისში ამ მხრივ გვქონდა 231 ათასი აცრა. სექტემბერში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთიანად და ამაში ჟურნალისტების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად მომავალი 2-3 თვის განმავლობაში აცრა უნდა იყოს მთავარი საკითხი ქვეყანაში, რადგან აცრებზე გადის პანდემიის დასრულება და კოვიდით სიკვდილიანობის შემცირება. ბოლო ორი დღეა, როდესაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჭარბობს ინფიცირებულთა რაოდენობას, ამაზე იმოქმედა შეზღუდვების დაწესებამ და აცრის გაზრდილმა მაჩვენებელმა. რაც შეეხება წახალისებას და ლატარიას, წინა საბჭოზე განხილული იყო ეს საკითხი. ფინანსთა სამინისტრომ მოახსენა, რომ პირველ სექტემბერს გაკეთდება უკვე განცხადება, როდიდან დაიწყება ეს ე.წ. პერმანენტული ლატარიის გათამაშება, რათა წახალისებული იყოს გარკვეული ფულადი ჯილდოებით და ამაზე უკვე შედგენილია სქემაც. ჩვენს ბაზებთან ექნება ლატარიას კავშირი, რათა იდენტიფიცირებული იქნან ერთხელ ან ორჯერ აცრილი ადამიანები, შესაბამისად, მოხდება გათამაშებები. სექტემბრის დასაწყისში, პირველში ან ორში გაკეთდება ამაზე განცხადება და მალე დაიწყება ეს ყველაფერი. ფინანსთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ლატარიის კომპანიასთან“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



