17:14 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-27 17:17:30, 659 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - სწავლა სავარაუდოდ, დისტანციურად დაიწყება

ვფიქრობ, განათლების სამინისტრო განიხილავს ამ ფონს და სწავლა დაიწყება დისტანციურად. დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა. - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ  დღეს გამართულ მედიავებინარზე განაცხადა.

მისივე თქმით,  სანამ დადებითი მაჩვენებელი არ ჩამოვა 4%-ის ქვემოთ, ადმინისტრაციული პერსონალისა და პედაგოგების 80% არ იქნება სკოლაში ვაქცინირებული, ვერ განვიხილავთ სკოლას უსაფრთხოდ, ამიტომ სასურველია მათი აცრა და საერთო ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება

„ვფიქრობ, განათლების სამინისტრო განიხილავს ამ ფონს და სწავლა დაიწყება დისტანციურად. დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა, სანამ დადებითი მაჩვენებელი არ ჩამოვა 4%-ის ქვემოთ, დღეს 9.43 პროცენტი გვაქვს, ადმინისტრაციული პერსონალისა და პედაგოგების 80% არ იქნება სკოლაში ვაქცინირებული, ჩვენ ვერ განვიხილავთ სკოლას უსაფრთხოდ, ამიტომ სასურველია მათი აცრა და საერთო ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება განხილული სკოლებში დასწრებული სწავლის განხილვა.

მე პირადად იგივე შეხედულება მაქვს უნივერსიტეტებთან მიმართებაში, რომ დასწრებული სწავლებისთვის ეს კრიტერიუმები იყოს დამაკმაყოფილებელი. ეს არ ეხებათ მხოლოდ პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებიც უნდა იყვნენ აცრილები. 150 000 სტუდენტი არის დღეს, რომლებიც ახალგაზრდები არიან. „დელტა“ შტამი ძალიან ადვილად ვრცელდება ახალგაზრდებში, ადვილად გადამდებია, ამიტომ სასურველია, რომ სწავლის დაწყებისთვის ყველა უნივერსიტეტი და სკოლა იყოს უსაფრთხო“, - განაცხადა გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics