|
2021-08-27 12:31:16, 718 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან სინოფარმის ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია დროებით იზღუდება
ძალიან მალე ველოდებით „სინოფარმის“ დამატებით 100 000 დოზას, მანამდე მინდა განვმარტო, რომ მხოლოდ პირველ დოზაზე და ჩაუწერლად მისვლაზე შეიზღუდა „სინოფარმით“ ვაქცინაცია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ამირან გამყრეიძის თქმით, „სინოფარმი“ ქვეყანამ იყიდა 600 000 დოზა, რომელიც საკმარისია 300 000 ადამიანის ორჯერადად აცრისთვის, ამიტომ გადადებულია ეს 300 000 დოზა, ვინც მეორეჯერ იცრება ან უნდა აიცრას, შენახულია ყველასთვის. „პირველ აცრაზე ავედით უკვე სადღაც 260 000 – 270 000 და პლუს კიდევ ვისაც დაჯავშნილი აქვს. შემოვა მეორე პარტია და ველოდებით დამატებით 100 000 დოზა „სინოფარმს“, მანამდე მინდა განვმარტო, რომ მხოლოდ პირველ დოზაზე და ჩაუწერლად მისვლაზე შეიზღუდა. ვისაც პირველი აცრა აქვს დაჯავშნილი, ყველა აიცრება. მეორე აცრა ვისაც აქვს დაჯავშნილი, შეუძლია ჯავშნის გარეშე მოვიდეს და აიცრება მეორე აცრაზე. ჩვენ ვთავაზობთ, ვისაც ჩინური ვაქცინა უნდა, აიცრან „სინოვაკით“, იგივე დამცველობითი უნარი აქვს, რომელიც გვაქვს საკმაოდ და უკვე 100 000-მდეა „სინოვაკზე“ აცრა. ასევე გვაქვს „ფაიზერის“ სერიოზული რაოდენობით, თვის ბოლოს ველოდებით კიდევ დაახლოებით 400 000 დოზა „ფაიზერს“, ანუ ის მილიონი, რაც არის ნაყიდი, იქედან თითქმის უკვე სრულად შემოვა „ფაიზერი“. ჩვენ სექტემბერს შევხვდებით სადღაც მილიონი დოზა „ფაიზერით“. აქედან დაახლოებით 250-300 ათასი დოზა დაჯავშნილია მეორე და პირველი აცრებისთვის. ჩვენ სექტემბერში თავისუფლად შეგვიძლია დაახლოებით 350 000 ადამიანი ორჯერადად ავცრათ „ფაიზერით“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



