|
2021-08-26 21:28:38, 599 ნახვა
საზოგადოება
კახა კუჭავა- ჩვენ ვალდებულები ვართ წვლილი შევიტანოთ პანდემიასთან ბრძოლაში, დავიცვათ რეკომენდაციები და ავიცრათ
ჩვენ ვალდებულები ვართ წვლილი შევიტანოთ პანდემიასთან ბრძოლაში, დავიცვათ რეკომენდაციები და ავიცრათ, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ საბოლოოდ დავძლიოთ პანდემია.-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ სენაკის მერობის კანდიდატის ვახტანგ გადელიას წარდგენაზე განაცხადა. მისი თქმით, მათი მთავარი მიზანი რომ განახორციელონ როგორც გრძელვადიანი გეგმები, ისე კონკრეტულად რეგიონების განვითარებაზე მორგებული კონკრეტული პროექტები. "მოგესალმებით სენაკელებო. მივესალმები ჩვენს ძვირფას სტუმრებს. ნურავინ ნუ მიწყენს, მივესალმები სენაკელ კუჭავებს, რომლებიც განსაკუთრებულად ბევრია ამ მუნიციპალიტეტში. მინდა გავიხსენო საქართველოს ეროვნული გმირი, ჟიული შარტავა, რომელიც ზუსტად ამ კუთხიდანაა. ეროვნული გმირი, რომელიც არის სიმბოლო თავდადების, ხალხზე ზრუნვის, ქვეყნის დამოუკიდებლობის და ერთიანობისთვის ბრძოლის, რომელმაც თავი შესწირა იმ ღირებულებებს, იმ მიზანს, რასაც საუკუნეების მანძილზე ემსახურებოდა ყველა ქართველი გმირი. იგი არის ბრწყინვალე მაგალითი როგორ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე და ხალხზე. დღეს ვიმყოფებით ამ ულამაზეს ადგილას ნოქალაქევში. იგი 2 000 წელი ემსახურებოდა საქართველოს, იყო სიძლიერის სიმბოლო და ასეთად დარჩება საუკუნეების მანძილზე. სიძლიერე, რომელიც ძალიან გვჭირდება დღეს ჩვენ, მთლიანად ქვეყანას და ქვეყანა ვერ იქნება ძლიერი თუ არ გვექნება ძლიერი რეგიონები. ეს არის მთავარი მიზანი რომ განვახორციელოთ როგორც გრძელვადიანი გეგმები, ისე კონკრეტულად რეგიონების განვითარებაზე მორგებული კონკრეტული პროექტები. აუცილებელია, დავძლიოთ ყველა ის გამოწვევა და პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს ჩვენ ვდგავართ. როდესაც განვითარებას ვახსენებთ, არ შეიძლება არ ვისაუბროთ იმ პროექტებზე, სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც არსებობს. იქნება ეს სოფლის მეურნეობა, განათლება, ინფრასტრუქტურის პროექტები ეკონომიკის მიმართულებით, „აწარმოე საქართველოში" და სხვადასხვა შესაძლებლობები, რასაც ხელისუფლება ქმნის იმისთვის, რომ ადგილობრივ დონეზე მეტი ჩართულობა იყოს. კანდიდატზე და იმ გუნდზე, რომელიც წარმოდგენილია. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია წარმომადგენლობა საკრებულოში. მერს სჭირდება ძლიერი გუნდი, რომელსაც მხარს უნდა უმაგრებდეს საკრებულო უმრავლესობის სახით, რათა ყველა გადაწყვეტილება, ყველა პროექტი თუ ძირითადი მიმართულებები შესრულდეს ადგილობრივ დონეზე. მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ უალტერნატივო ძალას, რომელმაც ამ წლების განმავლობაში აჩვენა განვითარება, სტაბილურობა და ჩვენ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ.
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



