|
2021-08-26 13:09:43, 426 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - სტაბილური და თანმიმდევრული სოფლის მეურნეობის განვითარებით ხელშესახები შედეგები მთელს ქვეყანაში სახეზეა
„მადლობას გიხდით იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც წლების განმავლობაში „ქართულ ოცნებას" და ჩვენს გუნდს უცხადებთ. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, რომ გავაგრძელოთ იმ საქმის კეთება, რომელიც 2012 წლიდან დაიწყო და შევძლოთ ქვეყნის სტაბილური განვითარება", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითშვილმა „ქართულმა ოცნების" წალენჯიხის მერობის კანდიდატის გოგა გულორდავას წარდგენაზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სტაბილური, თანმიმდევრული სოფლის მეურნეობის განვითარების შედეგად, ხელშესახები შედეგები მთელს ქვეყანაში სახეზეა. ამავე დროს, გამოკვეთლია ის პოტენციალი, რომელიც ქვეყანას, თითოეულ რეგიონს გააჩნია. „როდესაც ვსაუბრობთ წალენჯიხის სოფლის მეურნეობაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის დარგი, რომელზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა - ეს არის თხილის წარმოება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბოლო წლებში ვაწყდებოდით განსაკურებულად დიდ გამოწვევას, რომელიც უკავშრდებოდა ხარისხიანი მოსავლის მიღებას, მავნებელთან ბრძოლას, რომელიც დიდწილად დავძლიეთ. საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის, აზიური ფაროსანას დაძლევა მოახერხა სახელმწიფოს უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიციების შედეგად. თუმცა, საბოლოო გამარჯვება მიღწეული იქნება მხოლოდ ერთად, ერთობლივი ჩართულობით და იმ შემთვევაში, თუ თითოეული ოჯახი, თითეული ფერმერი მიყვება იმ რეკომენდაციებს, რომელიც ჩვენ გვაქვს. მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ ამ სექტორის მხარდაჭერას, ფაროსანასთან ბრძოლას იმისთვის, რომ კიდევ უფრო ხარისხიანი მოსავალი მივიღოთ, მაღალ ფასად მოვახდინოთ ამ მოსავლის რეალიზება და უფრო მეტი შემოსავალი შევიდეს ჩვენი ფერმერების ოჯახებში", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)