|
2021-08-26 12:59:37, 327 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - 2024 წლამდე არ იქნება არჩევნები, შესაბამისად, ეს უნდა იყოს აღმშენებლობის, განვითარების და წინსვლის პერიოდი
მომდევნო სამი წელი ქვეყანაში აღარ გვექნება არჩევნები, რაც მართლაც უნიკალური პერიოდია, ვინაიდან თუ გადახედავთ ბოლო რვა წელიწადს, თითქმის ყოველ წელს გვაქვს არჩევნები; შვიდი არჩევნები რვა წელიწადში მართლაც ძალიან ბევრია. ასე დაემთხვა, მაგრამ ახლა ემთხვევა ისე, რომ სამი წელი არ იქნება არჩევნები - 2024 წლამდე. შესაბამისად, მომდევნო სამი წელი ეს უნდა იყოს აღმშენებლობის, განვითარების და წინსვლის პერიოდი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წალენჯიხაში, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა სამეგრელოს რეგიონში განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რამდენიმე ათეული ახალი საწარმო დაფინანსდა და რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს შეადგენს ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა ახალი საწარმოების შექმნაში. „ძალიან ბევრი გაკეთდა მაგალითად, იგივე წალენჯიხაშიც, იქნებოდა ეს გზების მშენებლობა, გაზგაყვანილობა, წყლის პროექტები თუ სხვა და ახლა ჩვენ დაწყებული გვაქვს "განახლებული რეგიონების" პროექტი, რომელიც გულისხმობს ყველა მუნიციპალიტეტში და ყველა ქალაქში ახალი თანამედროვე ურბანული ტიპის ცენტრების შექმნას. რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. ძალიან ბევრი სკოლაც დაფინანსდა, ბევრი ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაციაც დაფინანსდა - 30 -ზე მეტი სკოლა, 30- ზე მეტი ბაღი, მაგრამ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. ამისთვის, გვჭირდება მშვიდობიანი, სტაბილური, თანმიმდევრული განვითარება და სწორედ დღევანდელი დღე და ეს პერიოდი არის უნიკალური შესაძლებლობა და შანსი ჩვენთვის, რომ გავიმარჯვოთ. ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ და გავაგრძელოთ მშვიდად, მტკიცედ და სწრაფი ტემპებით ჩვენი ქვეყნის განვითარება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



