|
2021-08-25 17:27:23, 352 ნახვა
საზოგადოება
თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
სამგორის რაიონში, ლილოს დასახლებასა და ვარკეთილში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესთან ერთად დაათვალიერა. ლილოს დასახლებაში, კერძოდ, ევგენი აფხაზავას ქუჩაზე მშენებარე ბაღი 12-ჯგუფიანი იქნება. შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა, ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის და დააკმაყოფილებს ბავშვთა უსაფრთხოების ყველა არსებულ სტანდარტს. გარდა ამისა, აღნიშნულ ბაღში 100-მდე მოქალაქე დასაქმდება. აღსანიშნავია, რომ ლილოს დასახლებაში მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რაც მზარდი განაშენიანების ფონზე, სკოლამდელ განათლებაზე ადგილორივი მოსახლეობის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ახალი საბავშვო ბაღი 2022 წელს გაიხსნება და ის 400-მდე აღსაზრდელს მიიღებს. დღესვე, კახაბერ გვანცელაძემ რაიონის გამგებელს კიდევ ერთი პროექტი გააცნო. ვარკეთილის მეურნეობაში არსებულ ბაგა-ბაღ „ვარკეთილის“ ტერიტორიაზე, ბაღების მართვის სააგენტო თანამედროვე სტანდარტების შენობას აშენებს. „მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბაღის კონტინგენტი ახალ ბაღში განთავსდება, მოხდება ძველი შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად, სათამაშო მოედნებითა და ატრაქციონებით სკოლამდელი დაწესებულებისთვის განკუთვნილი ეზო მოეწყობა. ლილოს დასახლებაში კი ჩვენ სრულიად ახალ ბაღს ვაშენებთ, რომელიც არა მხოლოდ ევროპული სტანდარტებით, არამედ გამორჩეული დიზაინითაც მოხიბლავს ჩვენს პატარებს“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. „ვარკეთილის“ ახალი შენობა შვიდჯგუფიანი იქნება და 200-მდე აღსაზრდელს მოემსახურება.
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



