|
2021-08-24 14:30:57, 660 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია სარეზერვო სივრეზე - თუ საჭიროება იქნება, ჰოსპიტალთან ახლოს, პერსონალის გადმონაწილების ხარჯზე მოხდება
სამგორის საველე ჰოსპიტალის რეზერვი რჩება სათადარიგო სიაში და რა თქმა უნდა, თუკი საჭირო იქნება, მისი გამოყენებაც მოხდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, შესაძლებელია დამატებითი სივრცეები ჰოსპიტლებთან ახლოს მოეწყოს, რათა პერსონალის გადანაწილება მოხდეს. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია. ამაზე არაერთხელ ვისაუბრე, რომ 8 000 საწოლი თავისი ადამიანური რესურსით არის გარკვეულწილად ის შესაძლებლობა, რაც ჩვენ შეგვიძლია ამ შემთხვევაში გამოვძებნოთ. ეს რესურსი მობილიზებულია, ჰოსპიტალები ცდილობენ დამატებითი რესურსის მობილიზებას, იმ ხარჯზე რომ შეჩერებულია გეგმური ჩარევები. რაც შეეხება დამატებითი სივრცეების მობილიზებას, გეგმის მიხედვით არის გარკვეული მოსაზრება, რომ იყოს ჰოსპიტლებთან ახლოს. ჯერჯერობით დიდ ქალაქებში, ბათუმში, ქუთაისში ხდება დამატებითი ჰოსპიტალების ჩართვა. იმის აუცილებლობა, რომ იქ სარეზერვო სივრცე შეიქმნას, არ არსებობს, თუმცა თუ ამის საჭიროება იქნება ჰოსპიტალთან ახლოს, იმავე პერსონალის გადმონაწილების ხარჯზე ეს შესაძლებელია. დამატებითი ნაკადის შემოდინების შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ იქნება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)