|
2021-08-24 10:55:39, 418 ნახვა
საზოგადოება
რთველი 2021-ს დროს, მკაცრად გაკონტროლდება ადგილწარმოშობის ჯიშების მოსავლიანობის ლიმიტი და ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხი
მოახლოებული რთველის საორგანიზაციო საკითხები ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ და კახეთის რეგიონის რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველმა ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების სოფლების რწმუნებულებთან შეხვედრაზე განიხილეს. გასული წლებისგან განსხვავებით, მიმდინარე წლიდან, ყველა მევენახე ყურძენს საწარმოს საკადასტრო ამონაწერით ჩააბარებს. სოფლის რწმუნებულები მევენახეებზე ცნობას გასცემენ მხოლოდ რქაწითელისა და კახური მწვანის სახელწიფო საწარმოში ჩაბარების შემთხვევაში, რომელსაც მევენახე კადასტრის ამონაწერთან ერთად წარადგენს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ რთველის 2021-ს დროს, მკაცრად გაკონტროლდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრული მოსავლიანობის ლიმიტი და ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხი. ყურადღება გამახვილდა რთველის პროცესში იმ რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზეც, რაც პანდემიის პირობებში ვირუსის გავრცელების შესაკავებლად შემუშავდა. რთველის დაწყებამდე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ანალოგიური შეხვედრები კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)