|
2021-08-20 17:31:51, 934 ნახვა
სამართალი
ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს
წინანდლში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულების, ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის ადვოკატებმა თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. როგორც ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თელავის სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი დაუსაბუთებელია და უკანონოა, სწორედ ამიტომ ისინი ამ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. „ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის მიმართ გამოყენებული პატიმრობის შესახებ განჩინებას ვასაჩივრებთ. ჩვენი სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია, ვითხოვთ, რომ არ უნდა იყოს გამოყენებული არც ერთი სახის აღკვეთის ღონისძიება ბრალდებულების მიმართ. თელავის რაიონული სასამართლოს განჩინება არის დაუსაბუთებელი და უკანონო. ყურადღებას ვამახვილებთ იმ გარემოებაზე, რომ თავდებ პირთა წრე კიდევ გაიზრდება და სააპელაციო სასამართლოს ვთხოვთ, რომ ეს გაითვალისწინოს, რადგან ისეთი პირები ჩაერთვებიან თავდებობაში, მათ უფლება არ ექნებათ უარი თქვან. აღსანიშნავია, რომ თელავის რაიონულმა სასამართლომ განჩინებაში ისეთი რამ მიუთითა, რომელიც ფაქტობრივად, დაუსაბუთებელია - თავდებმა პირებმა ვერ დაასაბუთეს, როგორ უნდა შეძლონ მათ თავდებობის განხორციელებაო, ამას წერს მოსამართლე, როდესაც თავდები პირები პირდაპირ მიუთითებდნენ, რომ ჩემთან სახლში იცხოვრებს და მის ქცევას გავაკონტროლებო. წარმოიდგინეთ, ასეთ ვითარებაში მოსამართლე ამბობს, რომ ვერ დამისაბუთეს, როგორ უნდა მოხდეს პირადი თავდებობაო“, -აცხადებს ტარიელ მურმანიშვილი.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)