16:30 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-20 14:51:15, 610 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - პედაგოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 80% თუ იქნება აცრილი, შესაძლებელია, დასწრებული სწავლება დაიწყოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, იმ სკოლებში, სადაც პერსონალისა და მასწავლებლების 80% აცრილი იქნება, შესაძლოა სწავლა კლასებში განახლდეს.

გამყრელიძის განმარტებით, ასეთ სკოლებს "უსაფრთხო სკოლის" სტატუსი ექნებათ. 

„ჩვენი მონაცემებით, სკოლის პედაგოგების 30%-ია აცრილი. თუმცა, განათლების სამინისტრომ ჩაატარა გამოკითხვა და ამბობენ, რომ ეს მონაცემი არის 40%-მდე. ჩვენი მონაცემები ორი კვირის წინანდელია და კარგია, რომ ეს 40%-ია. უსაფრთხო სკოლებს ჩვენ ვუწოდებდით სკოლებს, თუ იქ მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის, ვინც სკოლაში მუშაობენ და ბავშვებთან შეხება აქვთ, 80% იქნება აცრილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, იქ სადაც 80% იქნება აცრილი, იქ შესაძლებელია და პირიქით უნდა წავახალისოთ, რომ იქ დაიწყოს დასწრებული სწავლება. მე რამდენჯერმე ვთქვი და გავიმეორებ, თუ ეპიდსიტუაცია ისეთი იქნა, როგორიც დღესაა, დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყების თაობაზე,“- განაცხადა გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics